მაღალკვალიფიციური იურიდიული მომსახურება

Monday, November 19, 2012


ადმინისტრაციული საჩივარი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს

I.             მონაცემები  საჩივრის წარმდგენი პირის და მისი წარმომადგენლის /ასეთის არსებობის შემთხვევაში/  შესახებ.

ფიზიკური პირი
  • სახელი,  გვარი
  • მისამართი საკონტაქტო ინფორმაცია
შალვა ბახტაძე, პ/ნ 61001004684
ქ. ბათუმი, სოფ. გონიო.
ტელ: 599195626
წარმომადგენელი
  • სახელი, გვარი
  • მისამართი საკონტაქტო ინფორმაცია
რევაზ რიჟამაძე, პ/ნ 10001018698
თბილისი, ჩაიკოვსკის 8. ტელ: 593320933. ელ. ფოსტა rizhamadzerevaz@gmail.com

II.           მიუთითეთ  იმ ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ –სამართლებრივი აქტი ან  ქმედება საჩივრდება

ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) დასახელება
     საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
     საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

III.         მიუთითეთ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი/ქმედება.

გასაჩივრებული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები (ნომერი, თარიღი)
 №B12114466/4 (15 ოქტ. 2012  15:29:43) და B12114466/10 (19 ოქტ 2012 11:44:40) გადაწყვეტილებები ხარვეზის დადგენის შესახებ



IV.          ფაქტობრივი გარემოებები
      საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურს  2012 წლის 12  ოქტომბერს  წარედგინა შალვა ბახტაძის  (/: 61001004684) განცხადება №B12114466  შპს ტალანტის  (/ 245426668)  რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების, კერძოდ, პარტნიორის (წილის)  ცვლილება, ხელმძღვანელობითი / წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით.

    B12114466 განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, კერძოდ, შპს ტალანტის (/ 245426668) პარტნიორთა საერთო კრების ოქმის თანახმად, ვინაიდან 2012 წლის 11 სექტემბერს საზოგადოების პარტნიორთა საერთო კრება არ შედგა პარტნიორთა გამოუცხადებლობის გამო, შესაბამისად, 2012 წლის 19 სექტემბერს შპს ტალანტის (/ 245426668) 30% წილის მესაკუთრე პარტნიორის შალვა ბახტაძის (/: 61001004684) მიერ ერთპიროვნულად მიღებული იქნა გადაწყვეტილება საზოგადოების ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილების, მამია ფაღავასა (/ 61002002113) და ბადრი დვალიშვილის (/ 01024027888) კუთვნილი წილების შალვა ბახტაძის (/: 61001004684) საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
    სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2012 წლის 15 და 19 ოქტომბერს მიღებული იქნა  №B12114466/4( 15 ოქტ. 2012  15:29:43) და B12114466/10 ( 19 ოქტ 2012 11:44:40 ) გადაწყვეტილებები ხარვეზის დადგენის შესახებ.

V.            მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი

 1.    №B12114466/4( 15 ოქტ. 2012  15:29:43)გადაწყვეტილების მე-2 აბზაცში  მითითებულია იმის თაობაზე, რომ ვინაიდან 2012 წლის 11 სექტემბერს პარტნიორთა საერთო კრება არ შედგა, ქვორუმის არარსებობის გამო, ამიტომ 2012 წლის 19 სექტემბერს პარტნიორ შ. ბახტაძის მიერ ერთპიროვნულად იქნა მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოების ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილების, მამია ფაღავასა და ბადრი ვალიშვიის კუთვნილი წილების შალვა ბახტაძის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
    ამგვარი ინტერპრეტაცია მცდარია, ვინაიდან შ. ბახტაძის მიერ 2012 წლის 11 სექტემბერს მოწვეული პარტნიორთა საერთო კრება ვერ შედგა არა ქვორუმის არარსებობის, არამედ საზოგადოების სხვა პარტნიორთა გამოუცხადებლობის გამო. ამავდროულად, შ. ბახტაძის მხრიდან გამოყენებული იქნა საწარმოს წესდების 6.1. და ,,მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 91.2.  მუხლის დანაწესი: იმავე დღის წესრიგითა და  პროცედურის დაცვით, ერთი კვირით ადრე მოწვეული იქნა განმეორებითი საერთო კრება 2012 წლის 19 სექტემბერს. განმეორებით მოწვეულ კრებაზე გამოცხადებულმა  პარტნიორებმა უარი თქვეს კრებაზე დასწრებაზე საპატიო მიზეზის გარეშე და ითხოვეს კრების სხვა განუსაზღვრელი დროისათვის გადადება(იხ. წარმოდგენილი ოქმი საერთო კრების შესახებ).  პარტნიორების: ბ. დვალიშვილის, მ. ფაღავასა და მ. ცივაძის ამგვარი ქმედება პარტნიორ შ. ბახტაძის მიერ შეფასებული იქნა, როგორც მისი, როგორც პარტნიორის, საქართველოს კანონის ,,მეწარმეთა შესახებ”  91.2.  მუხლით მინიჭებული უფლებების ხელყოფა, დამოუკიდებლად შეუდგა საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას და  მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები.
     მცდარია საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების მე-4 აბზაცში გაკეთებული განმარტება, რომ განმეორებითი კრების ჩატარების შესახებ შეტყობინება პირადად ადრესატს - მამია ფაღავას არ ჩაბარებია. ამასთან დაკავშირებით ავღნიშნავთ, რომ განმეორებითი საერთო კრების მოწვევის შესახებ საფოსტო შეტყობინება უშუალოდ ჩაბარდა პარტნიორ მამია ფაღავას მეუღლეს და უფლებამოსილ წარმომადგენელს ნარგული ასანიძეს, რომელზეც 2012 წლის 27 ივნისს გაცემული მინდობილობით მას აქვს მინიჭებული შპს ,,ტალანტში” წარმომადგენლობითი უფლებამოსილება კუთვნილი წილის მართვისა და განკარგვის უფლებამოსილების ჩათვლით(მინდობილობა იხილეთ იხ. თქვენთან წარმოდგენილ  მასალებში).
    პარტნიორებმა - ბადრი დვალიშვილმა და მამია ფაღავამ 2008 წლის 26 სექტემბერს მიიღეს გადაწყვეტილება კუთვნილი წილების  შ. ბახტაძისათვის დათმობის თაობაზე, რაც ასახულია შპს ,,ტალანტის” პარტნიორთა 2008 წლის 26 სექტემბრის საერთო კრების ოქმში,   რომელიც დაედო კიდეც საფუძვლად 2012 წლის 19 სექტემბრის სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი კრების გადაწყვეტილებას. აღნიშნული გარემოება მითითებულია  2012 წლის 19 სექტემბრის კრების დღის წესრიგში: რომ წილების დათმობის ნაწილში კრება ხელმძღვანელობს პარტნიორთა 2008 წლის 26 სექტემბრის საერთო კრების გადაწყვეტილების (მრავალმხრივი  გარიგების) საფუძველზე და მის შესასრულებლად(იხ. დანართი: შპს ,,ტალანტის ” პარტნიორთა 2008 წლის 26 სექტემბრის კრების ოქმი).
   გადაწყვეტილების მე-2 გვერდის პირველ აბზაცში ასევე მცდარია შეფასება თითქოს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი 2012 წლის 19 სექტემბრის კრების ოქმით დადგენილია პარტიორთა საზოგადოებიდან გარიცხვა. მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს პარტნიორთა საზოგადოებიდან არა გარიცხვაზე, არამედ გასვლაზე, რის თაობაზეც მათ ჯერ კიდევ 2008 წლის 26 სექტემბერს გამოხატეს ნება პარტნიორთა საერთო კრებაზე.  
     გადაწყვეტილების ამავე აბზაცში ასევე არამართებულადაა გაიგივებული პარტნიორთა საზოგადოებიდან გასვლისა და საზოგადოების წესდებაში ცვლილებების პროცედურათა არსი და მნიშვნელობა. მოცემულ შემთხვევაში საუბარია პარტნიორთა საზოგადოებიდან გასვლაზე, რაც არ გულისხმობს წესდებაში ცვლილებებს  პარტნიორთა ხმის უფლებაში, მოგება/ზარალში მათ წილზე, ან ლიკვიდაციისას მათ უფლებებში.  ასეც რომ არ ყოფილიყო, ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 91.2.მუხლი არ შეიცავს დათქმას განმეორებით საერთო კრებაზე მოწვეულ პარტნიორთა გამოუცხადებლობის შედეგად, კრების მომწვევი პარტნიორის საზოგადოების სახელით მისაღებ გადაწყვეტილებებში რაიმე სახის შეზღუდვის თაობაზე. ამასთან, საზოგადოების წესდებას 1997 წლიდან ცვლილება არ განუცდია; მასში ცვლილება არ შესულა პარტნიორების - ბ. დვალიშვილისა და მ. ფაღავას საზოგადოების პარტნიორთა რიგებში მიღების დროსაც. წესდებას ხელს აწერს ერთადერთი დამფუძნებელი პარტნიორი შ. ბახტაძე და ამავე წესდების თანახმად, საზოგადოების ერთადერთი დამფუძნებელი და პარტნიორი შ.ბახტაძეა.  მაშასადამე,  მოცემულ შემთხვევაში, თუკი ბ. დვალიშვილისა და მ. ფაღავას საზოგადოებიდან გასვლის რეგისტრაცია განხორციელდება, აღნიშნული მოქმედება არ გამოიწვევს წესდებაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობას.  ანუ საზოგადოების წესდებაში ცვლილება მოთხოვნის შემთხვევაშიც კი პრაქტიკულად ვერც განხორციელდება. შესაბამისად,  ბ. დვალიშვილისა და მ. ფაღავას შპს ,,ტალანტის” პარტნიორთა რიგებიდან გასვლის ირგვლივ  შეფასებისას, გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ საქართველოს კანონი ,,მეწარმეთა შესახებ’’, ვინაიდან საზოგადოების 1997 წლის წესდება  წარმოადგენს საზოგადოების  სადამფუძნებლო დოკუმენტს,  პარტნიორთა ისეთ შეთანხმებას (საზოგადოების ერთადერთი პარტნიორის - შ. ბახტაძის გადაწყვეტილებას), რაშიც  ბ. დვალიშვილსა და მ. ფაღავას მონაწილეობა არ მიუღიათ, წესდების ირგვლივ მათ საკუთარი ნება არ გამოუხატავთ. ამიტომ მათზე წესდების ცალკეული მუხლის მოთხოვნები ვერ გავრცელდება და ამდენად, წესდებაში ცვლილების შეტანა მათ თანხმობას(ერთხმად მიღებას) არ საჭიროებს.
    ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის  51 მუხლის  52 პუნქტის თანახმად კი,  თუ პირმა წილზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად მოითხოვა იმგვარი ცვლილება, რომელზედაც დაინტერესებულ პირს გადაწყვეტილების მიღება შეეძლო, როგორც წილის მესაკუთრეს, გადაწყვეტილება უფლებამოსილი პირის მიერ მიღებულად ითვლება. აღნიშნული ნორმა გამოიყენება საზოგადოების წესდებაში ცვლილების შეტანის შემთხვევებზეც.
,,მეწარმეთა შესახებკანონის მე-51 მულის 1-ლი პუნქტის თანახმად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. ტერმინიდაინტერესებული პირიამ კანონში გამოიყენებასაჯარო რეესტრის შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით. ხოლო ,,საჯარო რეესტრისშესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ) ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირ წარმოადგენს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება. ,,მეწარმეთა შესახებ კანონისმე-51 მულის მე-2  პუნქტის  საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება. მოცემულ შემთხვევაში პარტნიორი . ბახტაძე ამავე კანონის 91  მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადების _ მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები)” _ მიხედვით წარმოადგენდა  უფლებამოსილ პირს  ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილება განმეორებით მოწვეულ პარტნიორთა კრებაზე სხვა პარტნიორების მხრიდან მონაწილეობაზე უარის (გამოუცხადებლობის) გამო.
    რაც შეეხება საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების მე-2 გვერდის მე-3-მე-4 აბზაცებში მითითებულ გარემოებას, რომ ,,მეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ვეპუნქტის მიხედვით ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება მოითხოვდა პარტნიორთა ერთხმად მისაღებ გადაწყვეტიელებას, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესი წარმოადგენს საწარმოს რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში წარსადგენ მონაცემს და არა უკვე რეგისტრირებულ საწარმოსათვის სავალდებულო სარეგისტრაციო მოთხოვნას. აღნიშნულ საკითხზე საჯარო რეესტრის სამსახურს უნდა გამოეყენებინა ,,მეწარმეთა შესახებ”  საქართველოს კანონის არა მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ქვეპუნქტი, არამედ ამავე კანონის მე-4 მუხლის 41 პუნქტი, რომლის მიხედვით  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია ჰქონდეს რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზედაც/რომლებზედაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული შეტყობინების გაგზავნა. ანუ აღნიშნული ნორმა აწესებს უკვე რეგისტრირებული საწარმოსათვის ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითების ნებაყოფლობით ხასიათს, რაც განსხვავდება საწარმოს რეგისტრაციის მომენტისათვის ელექტრონული ფოსტის მისამართის სარეგისტრაციო განაცხადში მითითების სავალდებული ხასიათისგან.   

 2. № B12114466/10 ( 19 ოქტ 2012 11:44:40 ) გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: ,,მიუხედავად იმისა, რომ B12114466 განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი საფოსტო გზავნილების თანახმად პირველი და განმეორებითი საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებები ჩაბარდა პირადად ადრესატებს _ შპს ტალანტის (/ 245426668) პარტნიორებს, რაც წარმოადგენს საზოგადოების წესდებითა და 'მეწარმეთა შესახებ' საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შპს ტალანტის (/ 245426668) განმეორებითი საერთო კრების ჩატარების საფუძველს, ამავე განცხადებაზე 2012 წლის 16 ოქტომბერს დაინტერესებული პირის ბადრი დვალიშვილის (/ 01024027888) მინდობილი პირის კახა ფალავანდიშვილის (/ 61005005725) მიერ წარმოდგენილი აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტის კონსტატაციის შესახებ №F12000012 ოქმი ადასტურებს 2012 წლის 19 სექტემბერს (განმეორებითი კრება) მისამართზე: ბათუმის დასახლება, გონიო, ანდრეა პირველწოდებულის მე-2 შესახვევი №26 შპს ტალანტის (/ 245426668) დამფუძნებელი პარტნიორების გამოცხადების ფაქტს”.
   მოწვეულ პატნიორთა კრების მოწვევის ადგილზე გამოცხადების ფაქტს ასახულია ჩემს მიერ სარეგისტრაციოდ წარმოადგენილ 2012 წლის 19  სექტემბრის განმეორებითი კრების ოქმშიც. თუმცა მათ კრების ჩატარების ადგილზე მოსვლისთანავე უარი განაცხადეს კრებაში მონაწილეობაზე და ითხოვეს მისი სხვა დროისათვის მოწვევა(იხ. პარტნიორთა საერთო კრების შესახებ მრავალმხრივი ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ,,ნორმატიული ატების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია). საჯაროსამართლებრივ ურთიერთობებში კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლის თანახმად კი გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც, თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე. 
ამდენად, შპს ,,ტალანტის” საერთო კრებაზე მოწვეულმა პარტნიორებმა საზოგადოების კაპიტალში საკუთარი დომინანტური სამოქალაქო უფლებები ხმათა უმრავლესობის სახით  განახორციელეს  არამართლზომიერად, მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიდგომოდა 30% წილის მფლობელ პარტნიორ შ. ბახტაძის ექსკლუზიურ, კანონისმიერ  უფლებას - საკუთარი ინიციატივით მოეწვია და ჩაეტარებია შპს-ს საერთო კრება. მოწვეულ პარტნიორთა არამართლზომიერი ნება გამოიხატა თავდაპირველად მოწვეულ კრებაზე გამოუცხადებლობა  მეწარმისათვის შეუსაბამო  არასაპატიო მიზეზებით: დროის უქონლობა და ა.შ., რასაც ადასტურებას მათ მიერ პირველი კრებისათვის გამოგზავნილი წერილები. მეორე შემთხვევაში კი ისინი არსებითად შეეცადნენ ხელი შეეშალათ პარტნიორ შ. ბახტაძის მიერ საქართველოს კანონის ,,მეწარმეთა შესახებ” 912. მუხლის ბოლო წინადადებით  მიკუთვნებული უფლების გამოყენებაში - ერთპიროვნულად ჩაეტარებინა საერთო კრება და გადაწყვეტილებაუნარიანობის საფუძველზე მიეღო დღის წესრიგით გავალისწინებულ საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილებები. თუკი შ. ბახტაძე მოცემულ ვითარებაში  არ გამოიყენებდა კანონით მისთვის მინიჭებულ დასახელებულ უფლებას, საზოგადოების სხვა პარტნიორთა ამგვარი მოქმედებები მას პრაქტიკულად  ქმედუუნაროდ აქცევდა ამავე უფლებებში.  ყოველი განმეორებითი კრების მოწვევისას, გამოცხადებოდნენ მოწვეული ხმათა უმრავლესობის მქონე პარტნიორები, რომლებიც მოითხოვდნენ კრების სხვა დროისათვის ჩატარებას და დატოვებდნენ კრების ჩატარების ადგილს. ასე შეიძლება განმეორებულიყო დაუსრულებლივ, რის ვარაუდის საფუძველს მათი წინარე მოქმედებები იძლეოდა და თავად განმეორებით მოწვეულ კრებაზე კრების სხვა დროისთვის ჩატარების მოხმობილი მიზეზეი: დროის უქონლობა სხვა სამუაო ადილზე დასაქმების თაობაზე და ა.შ. თუმცა შესაბამისი მტკიცებულებები კრებისათვის არ წარმოუდგენიათ. ამ პირობებში მათ თავად გადაწყვიტეს არ დასწრებოდნენ კრებას, რითაც შეეცადნენ ანულირება გაეკეთებიათ კრების მომწვევი პარტნიორის შ. ბახტაძის უფლებამოსილებისათვის კრების მოწვევისა და გაძღოლის  ნაწილში. ამდენად, მოწვეული პარტნიორებმა საკუთარი დომინანტური მდგომარეობა გამოიყენეს არამართლზომიერად, ანუ საკუთარი მოქმედებით შეეცადნენ  სხვა პირისათვის - პარტნიორ შ. ბახტაძისათვის აღეკვეთათ საერთო კრების მოწვევისა და გამართვის კანონით მინიჭებული უფლება. ამასთან, მათი საერთო კრებაზე გამოცხადება, მაგრამ მასში მონაწილეობაზე დაუსაბუთებლად, საპატიო მიზეზის გარეშე უარის თქმა, მათვე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლის ანალოგიის გამოყენებით უნდა ჩაეთვალოს არგამოცხადებად, რასაც უნდა მოჰყვეს ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის 91 მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადებით გათვალისწინებული შედეგები.

    გადაწყვეტილებაში ასევე ვკითხულობთ: მეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება”
      მოცემულ შემთხვევაში, პარტნიორი შ. ბახტაძე წარმოადგენს უფლებამოსილ პირს, რომელმაც კანონით გათვალისწინებული წესით მიიღო გადაწყვეტილებები, რაც დაამოწმა საკუთარი ხელისმოწერით. შ. ბახტაძეს გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება მიანიჭა კანონმა, რომელმაც ის, როგორც კრების განმეორებით მომწვევი პარტნიორი სხვა პარტნიორების გამოუცხადებლობის პირობებში გადაწყვეტილებაუნარიანი გახდა. 

    გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50- მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ვინაიდან წილის შეძენის შესახებ გარიგება წარმოადგენს ორმხრივი ნების გამოვლენას, ხოლო წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება შესაძენი წილების მესაკუთრეთა: მამია ფაღავასა (/ 61002002113) და ბადრი დვალიშვილის (/ 01024027888) ნება გაასხვისონ შპს ტალანტის (/ 245426668) კაპიტალში კუთვნილი წილები”.
  
    ჩემს მიერ 2012 წლის 18 ოქტომბერს სარეგისტრაციო ორგამოს წარედგინა შპს ,,ტალანტის” 2008 წლის 26 სქტემბრის პარტნიორთა საერთო კრების ოქმი და ამავე დროით დათარიღებული პარტნიორთა შეთანხმება, სადაც პარტნიორებმა ბ. დვალიშვილმა და მ. ფაღავამ გამოხატეს ნება საკუთარი წილების შ. ბახტაძის სასარგებლოდ გასხვისებაზე, თუკი ისინი საკუთრებაში მიიღებდნენ შპს ,,ტალანტის” კუთვნილი უძრავი ნივთის განსაზღვრულ ნაწილს და დივიდენდებს. ხოლო პარტნიორ მარინა ცივაძის უფლებამონაცვლეობა(პარტნიორული უფლებამოსილება) ყოფილი პარტნიორის - როლანდ კომახიძის გარდაცვალების გამო იმ ეტაპისათვის რეგისტრირებული არ ყოფილა.  მათ ხსენებული უძრავი ნივთები გადაეცათ მფლობელობაში, ასევე გასაცემად მზად იყო მოთხოვნილი დივიდენდები, თუმცა 2009 წლის აგვისტოს თვეში მათ შ. ბახტაძის ნაცვლად საზოგადოების დირექტორად დანიშნეს ერთ-ერთი პარტნიორი - ბ. დვალიშვილი, რომელმაც პარტნიორ მ. ფაღავასთან ერთად დაუსაბუთებლად უარი განაცხადა ზემოხსენებული პარტნიორთა შეთანხმებების(კრების ოქმის)შესრულებაზე. მან არამართლზომიერად გამოიყენა რა საზოგადოების წარმომადენლობითი უფლებამოსილება, არ გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულებები საზოგადოების უძრავი ქონების გასხვისებისა და დივიდენდების გადაცემის ირგვლივ; ანუ დაუსაბუთებლად,  არამართლზომიერად დააბრკოლა წილების გასხვისებისათვის დათქმული წინაპირობების დადგომა-შესრულება შპს ,,ტალანტის მხრიდან.
   საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად,  თუ სახელშეკრულებო პირობის დადგომა არაკეთილსინდისიერად დააბრკოლა მხარემ, რომლისთვისაც პირობის დადგომა ხელსაყრელი არ არის, პირობა დამდგარად ჩაითვლება. ამდენად, ბ. დვალივილმა და მ. ფაღავამ განგებ დააბრკოლეს შპს ,,ტალანტის” უძრავი ქონებისა და დივიდენდების  საკუთრებაში მიღების პროცესი, რამაც ავის მხრივ არ შეიძლება შეაფერხოს  2008 წლის 26 სექტემბრის პარტნიორთა საერთო კრებასა და შეთანხმებაში საზოგადოების წილების შ. ბახტაძის სასარგებლოდ  გასხვისების ირგვლივ მათ მიერვე წინასწარ გამოხატული ნების შესრულება.
 
     სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია:  მეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონის 91 მუხლის მე-9 მუხლის თანახმად 'საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მიღებას კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ ეს კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად და თუ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის ანდა არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს.' ასევე, ამავე კანონის მე-3 მუხლის 51 პუნქტის მიხედვით 'თუ წესდების ცვლილება ეხება პარტნიორის ხმის უფლებას, მოგებაში/ზარალში წილს ან ლიკვიდაციისას მის უფლებებს, აღნიშნული ცვლილება მიღებული უნდა იქნეს ერთხმად, თუ წესდების შესაბამისი ნაწილით, რომელიც პარტნიორების მიერ ერთხმად იყო მიღებული, სხვა რამ არ არის დადგენილი.'
მეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონის მე-5 მუხლის I პუნქტისქვეპუნქტის მიხედვით: „საწარმოს რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სარეგისტრაციო განაცხადი, რომელიც იმავდროულად არის პარტნიორთა შეთანხმების ნაწილი და რომელშიც უნდა მიეთითოს: ელექტრონული ფოსტის მისამართი და ამ პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული მისამართისგან განსხვავებული მისამართი, რომლებზე მიღებული გზავნილიც ჩაბარებულად ჩაითვლება“.
     სამსახურის ამგვარი განმარტება მცდარია, ვინაიდან საზოგადოების 1997 წლის წესდებას(პარტნიორთა შეთანხმება) ხელს არ აწერენ ამჟამად პარტნიორთა რიგებში მყოფი პირები: ბ. დვალიშვილი და მ. ფაღავა. ვინაიდან  შპს-ს წესდება თავისი არსით წარმოადგენს პარტნიორთა შეთანხმებას და მისი  დებულებები ვრცელდება მხოლოდ იმ პარტნიორ(ებ)ზე, რომელთაც გამოხატეს ნება მისი მოქმედების ირგვლივ, შესაბამისად,   შპს ,,ტალანტის” წესდების ცალკეული დებულებებით ყველა პარტნიორს შორის სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენება არამართებულია.
  თუმცა აქ მთავარია ის საკითხი, რომ საქართველოს კანონის ,,მეწარმეთა შესახებ” 91
მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, პარტნიორი შ. ბახტაძე წარმოადგენდა გადაწყვეტილებაუნარიან პირს პარტნიორთა საერთო კრებაზე სხვა პარტნიორების გამოუცხადებლობის გამო. ამიტომ, ვფიქრობ, სარეგისტრაციო სამსახურის ყურადღება სწორედ ამ საკითხზე უნდა შეჩერდეს: ა) შესაძლებელია თუ არა  საერთო კრებაზე მოწვეულმა პარტნიორებმა სხვადასხვა ფორმით არაერთგზისად, არასაპატიო მიზეზით განაცხადონ უარი  გამოცხადებასა თუ მასში მონაწილეობაზე, ხოლო სანაცვლოდ  კრების მომწვევი პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებულ კრებას შეუძლია თუ არა კანონით საერთო კრების კომპეტენციას მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე მიიღოს გადაწყვეტილებები; ბ) მოცემულ შემთხვევაში კრების გადაწვეტილებაუნარიანობა  გულისხმობს სხვა, გამოუცხადებელ  პარტნიორთა ნაცვლადაც გადაწყვეტილების მიღების კანონიერ უფლებას, რაც თავისთავად გადაწყვეტილების ერთხმად მიღების სახეს იძენს.
   იგივე ითქმის პარტნიორ შ. ბახტაძის  საზოგადოების ელექტრონული  ფოსტის მისამართის სარეგისტრაციოდ წარდგენის უფლებამოსილებაზეც(დამატებითი არგუმენტები  იხილეთ ჩემს  წინა განცხადებაში).

    საბოლოოდ, სარეგისტრაციო ორგანოს ყურადღებას გავამახვილებ ასევე ერთ ფუძემდებლურ საკითხზე. საქართველოს კანონის ,,საჯარო რეესტრის შესახებ”  23-ე მუხლის მიხედვით სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ( ,,გ” ქვეპუნქტი). ამავე კანონის მე-2 მუხლის თ) ქვეპუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია გულისხმობს  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
    შ. ბახტაძის უფლებამოსილება დგინდება ჩემს მიერ წარმოდგენილი მრავლობითი დოკუმენტაციითა და ამ და წინარე განცხადებაში მითითებული სამართლებრივი საფუძვლებით. სხვა მიზეზით მარეგისტრირებელ ორგანოს მოცემულ შემთხვევაში უფლება არ აქვს უარი უთხრას განმცხადებელს უფლების რეგისტრაციაზე. უფრო მეტიც, მოითხოვოს ისეთი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რაც სცილდება მისი ინტერესისა და კომპეტენციის სფეროს. მოცემულ ვითარებაში შპს ,,ტალანტის” პარტნიორთა საერთო კრებაზე  განმეორებით, 2012 წის 19 სექტემბერს მოწვეული პარტნიორების უარყოფითი ნება მომწვევი პარტნიორის მიერ შეთავაზებულ დროსა და ადგილზე  ჩატარებულიყო საერთო კრება, უკვე გულისხმობს კრების მომწვევი პარტნიორის შ. ბახტაძის უფლებამოსილებას: დაუბრკოლებლად გააგრძელოს კრების მუშაობა; ასევე კრების გადაწყვეტილებაუნარიანობას - დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე(გარდა ორგანიზაციულ-ტექნიკური მიზეზებით შეუძლებლობისა - დირექტორის მიერ ანგარიშის წარმოუდგენლობის გამო მისი შეფასების შეუძლებლობა).

     მარეგისტრირებელი ორგანოს ყურადღებას საგანგებოდ შევაჩერებ იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებელ კახა ფალავანდიშვილი არ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს წარმოადგინოს შპს ,,ტალანტის” პარტნიორების ბ. დვალიშვილისა და მ. ფაღავას ინტერესები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სამეწარმეო უფლებათა რეგისტრაციის ადმინისტრაციულ წარმოებაში. კერძოდ, მის  მიერვე 2012 წლის 15 ოქტომბერს მარეგისტრირებელ ორგანოში წარმოდგენილი მინდობილობებით დგინდება, რომ პარტნიორ მ. ფაღავას წარმომადგენელს ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში 6 თვის ვადით წარმოადგენს ნარგული ასანიძე, ხოლო კ. ფალავანდიშვილი პარტნიორ ბ. დვალიშვილის ინტერესებს წარმოადგენს მხოლოდ შპს ,,ტალანტში” (წილის განკარგვის საკითხების გარდა) და ასევე სასამართლო ინსტანციაში. ამავე მინდობილობით, კ. ფალავანდიშვილს არ გააჩნია უფლებამოსილება წარმოადგინოს ბ. დვალიშვილი რომელიმე ადმინისტრაციულ ორგანოში, მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86.2.-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების მონაწილის წარმომადგენელს მოსთხოვოს მისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.
  ,,საჯარო რეესტრის შესახებ”საქართველოს კანონის 23-ე მუხლის გ) ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. ამასთანავე, ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 51 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. ტერმინი „დაინტერესებული პირი“ ამ კანონში გამოიყენება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით. ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის(ტერმინთა განმარტებები) ზ) ქვეპუნქტის მიხედვით, დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს   ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება. კ. ფალავანდიშვილის, როგორც ფიზიკური პირის, კანონიერ  ინტერესებზე ვერც პირდაპირ და ვერც უშუალო გავლენას სააგენტოს გადაწყვეტილება ვერ მოახდენს.
   გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში ყოველივე ზემოაღნიშნული და უზრუნველყოთ ჩემს მიერ 2012 წლის 12 ოქტომბერს წარმოადგენილი განცხადებისა და 2012 წლის 19 სექტემბრის შპს ,,ტალანტის პარტნიორთა საერთო კრების ოქმის  საფუძველზე მოახდინოთ შპს ,,ტალანტის” წარმომადგენლობით უფლებამოსილების მქონე პირთან, საზოგადოებაში წილობრივი მონაწილეობასთან დაკავშირებული ცვლილებების რეგისტრაცია.
როგორც ზემოთ აღინიშნა  გადაწყვეტილებაში  აღნიშნულია, რომ შპს ,,ტალანტის” 2008 წლის 26 სექტემბრის შეთანხმებაში არ ვლინდება პარტნიორების - ბადრი დვალიშვილისა და მამია ფაღავას  ნება საზოგადოებაში მათი წილების გასხვისებისა და საზოგადოებიდან გასვლის თაობაზე.
  აღნიშნული ხარვეზის შევსების მიზნით,  სარეგისტრაციო სამსახურს ჩვენს მიერ 2012 წლის 12 ნოემბერს დამატებით წარედგინა შპს ,,ტალანტის” 2012 წლის 09 ნოემბრის პარტნიორთა საერთო კრების ოქმი, რომლის შინაარსიდანაც დგინდება, რომ პარტნიორთა 2008 წლის 26 სექტემბრის სამმხრივ შეთანხმებაში გამოვლენილია სამივე პარტნიორის ნება, ის იურიდიულად დღესაც ძალაშია და მისი მოშლა ან ბათილად ცნობა არ მომხდარა,  სამართლებრივად ეს შეუძლებელიც იყო, რადგან ასეთი სამმხრივი ხელშეკრულების გაუქმება(მოშლა, ძალადაკარგულად გამოცხადება, ბათილობა) შესაძლებელია მხოლოდ ამავე სამივე პირის(პარტნიორის) შეთანხმებით, ხოლო დავის შემთხვევაში - სასამართლოს მიერ.
  მითითებულ საკითხთან დაკავშირებით, ამჟამად ჩვენს მიერ წარმოდგენილი კრების ოქმის მიხედვით,  მოდავე პარტნიორებმა(ბ. დვალიშვილი, მ. ფაღავა, მ. ცივაძე) საბოლოოდ, გამართული კამათის კვალობაზე, მიიღეს მხოლოდ ერთი სახის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საბიუჯეტო ვალის გასტუმრებასა და წმინდა მოგების ფორმირებამდე არ განხორციელდეს დივიდენდების გაცემა(იხ. ოქმი, გვ. 30,31,32). ამასთან, პარტნიორები 2012 წლის 09 ნოემბრის კრების ოქმში არაერთგან, პირდაპირ თუ არაპირდაპირი მტკიცების  ფორმით ადასტურებენ, რომ 2008 წლის 26 სექტემბრის სამმხრივი შეთანხმება(1 გვერდზე) ზუსტად ასახავს მათ მიერ გამოვლენილ ნებას  საზოგადოებაში მათი წილების პარტნიორ შ. ბახტაძის სასარგებლოდ დათმობისა და საზოგადოებისდან გასვლის თაობაზე(გვ. 33.აბზ.1).
   ამდენად, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხარვეზის დადგენის თაობაზე მოკლებულია როგორც სამართლებრივ, ისე ფაქტობრივ საფუძვლებს.

VI.          მოთხოვნა
  1. ბათილად ცნოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  B12114466/4( 15 ოქტ. 2012  15:29:43) და B12114466/10 ( 19 ოქტ 2012 11:44:40 ) გადაწყვეტილებები ხარვეზის დადგენის შესახებ;
  2. ზ/ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად გამოსცეთ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  B12114466/4( 15 ოქტ. 2012  15:29:43) და B12114466/10 ( 19 ოქტ 2012 11:44:40 ) გადაწყვეტილებების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

VII.        ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ვადა

  1. მიუთითეთ არის თუ არა ადმინისტრაციული საჩივარი წარმოდგენილი კანონით დადგენილ ვადაში.
    • კი

VIII.      დამატებითი ინფორმაცია წარმოდგენილ საჩივართან დაკავშირებით
გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოქვეყნებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საიტზე www.napr.gov.ge. ამიტომ დამატებით არ ვურთავთ მას.

IX.          ადმინისტრაციულ საჩვარზე დართული დოკუმენტების ნუსხა.

– რწმუნებულება.  მარწმუნებელი შ. ბახტაძე. რწმუნებული რევაზ რიჟამაძე.





                                                                  შალვა ბახტაძე



          15/11/2012


საქართველოს მთავარ პროკურორს, ბატონ არჩილ კბილაშვილს მოქ. ბაბულია გურგენაშვილის წარმომადგენლის, ადვოკატ რევაზ რიჟამაძის, მის. თბილისი, ჩაიკოვსკის 8. ტელ: 593320933. ელ.ფ. rizhamadzerevaz@gmail.com gancxadeba სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების კანონის დაცვით წარმართვის თხოვნის შესახებ გაცნობებთ, რომ 4 წელია ისანი-სამგორის პროკურატურის ხელმძღვანელობის ქვეშ მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება ბაბულია გურგენაშვილის განცხადების ირგვლივ თაღლითობის ფაქტზე, სადაც მივუთითებთ პირთა ჯგუფზე, რომელთაც მოტყუებით, ურთიერთშეთანხმებით დაეუფლენ ბ. გურგენაშვილის ფულად თანხას, ხოლო შემდგომ კი - მისივე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას. საქმეზე თავდაპირველად, ამავე რაიონულმა პროკურატურამ გამოიტანა დადაგენილება წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რაც გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ და ხელახალ გამოსაძიებლად დაუბრუნდა ამავე რაიონულ პროკურატურას. დასაკითხი იყო მრავლობითი მოწმეები. გამოძიებამ(ისანი-სამგორის სამმართ. მე-3 განყოფილება) ჩაატარა რამდენიმე პირის დაკითხვა, თუმცა არაეფექტურად, როგორც ჩანს, ფორმალურად და არა კრიტიკულად. თუმცა დღევანდელ ეტაპზე, ჩემი ინფორმაციით გამოძიების მიერ უტყუარად დადგენილია შემდეგი: 2001 წელს ბაბულია გურგენაშვილს, რომელიც არის ბავშვობიდან ინვალიდი და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, მისმა მეზობელმა ქალბატონმა ნ. მანანაძემ სესხად სთხოვა ფულადი თანხა, რათა საკუთარი მეუღლე - ბრალდებული კობა ქერენაშვილი კახეთის ერთ-ერთ საგამოძიებო ორგანოდან ქრთამით დაეხსნა პასუხისმგებლობისაგან. ბაბულია გურგენაშვილმა, ვინაიდან პირადად არ გააჩნდა აღნიშნული თანხა(2 500 აშშ დოლარი) უთხრა მას, რომ თუკი მოძებნიდა გამსესხებელს, შეეძლო იპოთეკით ჩაედო საკუთარი ბინა, რომელიც მდებარეობს თბილისში, ვ. გორგასლის ქუჩაზე. აღნიშნულმა ქალბატონმა მართლაც სამაკლერო ფირმიდან მიიყვანა ქალბატონი - თინა ზაქაიძე, რომელმაც ბაბულია გურგენაშვილს მიასესხა აღნიშნული თანხა, სანაცვლოდ იპოთეკით თავის სასარგებლოდ დატვირთა ბ. გურგენაშვილის უძრავი ქონება. ხელშეკრულება გაფორმდა ბ. გურგენაშვილის სახლში. თუმცა ფულადი თანხა თ. ზაქაიძეს ბ. გურგენაშვილისათვის პირადად არ გადაუცია. მოგვიანებით თ. ზაქაიძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ვალის გასტუმრება. საბოლოოდ, აღსრულებით აუციონზე ბ. გურგენაშვილის კუთვნილი ბინა შეიძინა თ. ზაქაიძის ქალიშვილმა - ეკა ერაძემ. ბაბულია გურგენაშვილმა გამოთქვა პრეტენზია და მოითხოვა გარკვევა თუ ვის გადასცა საბოლოოდ მისთვის, როგორც მსესხებლისათვის მისაცემი თანხა თ. ზაქაიძემ, რომ გარკვეულიყო თუნდაც რეგრესის წესით ვისგან მოეთხოვა მისი ბინის სანაცვლოდ ნასესხები თანხა. საქმეზე გარკვეული მოწმეები: მ. წულუკიძე, თ. ჭავჭანიძე, მ. აბზიანიძე მიუთითებენ, რომ ფულადი თანხა ბ. გურგენაშვილს არ გადასცემია და გადაეცა კობა ქერენაშვილის მეუღლეს ნ. მანანაძეს უშუალოდ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ბაბულია გურგენაშვილისგან დამოუკიდებლად, ხოლო კობა ქერენაშვილის მეუღლე და თავად კობა ქერენაშვილი აღნიშნავენ, რომ მათ ფულადი თანხა არ მიუღიათ და მოატყეს მ. აბზიანიძემ და თ. ზაქაიძემ. წინასწარმა გამოძიებამ ვერ შეძლო დაედგინა, თუ ვინ წაიღო ბ. გურგენაშვილის კუთვნილი ფულადი თანხა. ყოველივე ზემოაღნიშნულმა გამოიწვია ის, რომ ინვალიდმა ქალბატონმა დაკარგა საცხოვრისი, იგი თ, ზაქაიძემ გამოასახლა კუთვნილი ბინიდან. ცხადია მოცემულ საქმეზე წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს ზერელედ, არაეფექტურად, თორემ მოწმეთა კრიტიკული, კვალიფიციური დაკითხვის პირობებში დადგინდებოდა თუ ვინ დაეუფლა ბ. გურგენაშვილის კუთვნილ ფულად თანხას. ამიტომ გთხოვთ, საგანგებო კონტროლზე აიყვანოთ მოცემული სისხლის სამართლის საქმე ( დაზარალებული ბაბულია გურგენაშვილი, პროკურორი - ზურაბ სიყმაშვილი, გამომძიებელი _ ნ. თეგეტაშვილი), რათა დროულად იქნას გახსნილი მოცემული დანაშაული, სხვა შემთხვევაში ამოიწურება კანონით დადგენილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა და დამნაშავე თავს დააღწევს სისხლის-სამართლებრივ პასუხისმდებლობას. გთხოვთ, მოახდინოთ დროული რეაგირება, რაზეც გვაცნობოთ დამატებით. პატივისცემით, ბ. გურგენაშვილის ადვოკატი რევაზ რიჟამაძე 13/11/2012

0 კომენტარი:

Post a Comment