თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას
მოპასუხე: გიულუ პაშაევას, მის. დმანისის მინიციპალიტეტი, სოფელი ზემო ორუზმანი, წარმომადგენელი, ადვოკატი რევაზ რიჟამაძე, მის. თბილისი, ფონიჭალა 3, კორპ.11. ბ. 28.
კერძო საჩივარი
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 06 ოქტომბრის განჩინებაზე გადაწყვეტილების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ, საქმე N172-10
1. საჩივრის საპროცესო ვადა.
განჩინება გ. პაშაევას ჩაბარდა დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2010 წლის 06 დეკემბერს. საჩივრის წარდგენის 12-დღიანი ვადა ამოიწურა ა/წლის 18 დეკემბერს(შაბათ-დასვენების დღეს). საჩივრის წარდგენის ვადა გაგრძელდა შემდგომ პირველ სამუშაო დღის- 2010 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.
2. დავის საგნის მიმოხილვა.
2002 წლის 3 დეკემბერს დმანისის რაიონულმა სასამართლომ განიხილა რა კაფია მამედ კზი ალაზოვას სარჩელი ზემო ორუზმანის თემის საკრებულოსა და მეხტი ალახვერან ალაზოვის მიმართ, ქვემო ორუზმანის თემის საკრებულოს 2000 წლის 17 ნოემბრის დადგენილების ბათილად ცნობისა და ამ დადგენილების საფუძველზე სოფელ ზემო ორუზმანში სახლისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის კაფია მამედ კზი ალაზოვას სახელზე აღრიცხვისა და საკომლო წიგნში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე, დააკმაყოფილა იგი და გადაწყვიტა: აღნიშნულ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა: 1. ბათილად იქნეს ცნობილი დმანისის რაიონის ზემო ორუზმანის თემის საკრებულოს 2000 წლის 17 ნოემბრის დადგენილება; 2. სახლისადა მიწის ნაკვეთის ½ ნაწილი აღირიცხოს კაფია მამედ კზი ალაზოვას სახელზე.
აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეხტი ალაზოვმა. სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 5 დეკემბერს ახალი გადაწყვეტილების მიღებით გააუქმა დმანისის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება სახლისა და მიწის ნაკვეთის ½ ნაწილის კაფია მამედ კზი ალაზოვას სახელზე აღიცხვის ნაწილში; ამასთან, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო დმანისის რაიონის ზემო ორუზმანის თემის საკრებულოს 2000 წლის 17 ნოემბრის დადგენილება და დმანისის მინიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა საქმის გარემოებათა სრულად შესწავლის შემდეგ გამოეცა ახალი ადმინისტრაციული აქტი.
სააპელაციო პალატის მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2008 წლის 22 ივლისს გამოსცა ახალი ადმინისტრაციული აქტი(N9-13 განკარგულება), რომლითაც ძალაში დატოვა საკომლო წიგნში 2000 წლის 17 ნოემბრამდე არსებული ჩანაწერი, რომლითაც სახლი ირიცხებოდა კაფია ალაზოვას სახელზე.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მითითებულ გადაწყვეტილებაზე 2009 წლის 2 მარტს სარჩელი შეიტანა მეხტი ალაზოვმა, რითაც მოითხოვა მისი ბათილად ცნობა და ქვემო ორუზმანის თემის საკრებულოს 2000 წლის 17 ნოემბრის დადგენილების ძალაში დატოვება. დმანისის რაიონულმა სასამართლომ თავისი 2009 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა: ბათილად ცნო დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 22 ივლისის N9-13 განკარგულება და უცვლელად დატოვა ქვემო ორუზმანის თემის საკრებულოს 2000 წლის 17 ნოემბრის დადგენილება, რომლითაც მოსარჩელე მეხტი ალაზოვი ცნობილი იქნა სოფელ ზემო ორუზმანში 1955 წელს აშენებული ორსართულიანი სახლის მესაკუთრედ.
ამდენად, აღნიშნული გადაწყვეტილებით დმანისის რაიონულმა სასამართლომ აამოქმედა ჯერ ამავე სასამართლოს 2002 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ხოლო შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი ქვემო ორუზმანის თემის საკრებულოს 2000 წლის 17 ნოემბრის დადგენილება, რითაც გასცდა რა სასამართლო კომპეტენციის ფარგლებს, ამავდროულად იურიდიული ძალა მიანიჭა ისეთ ადმინისტრაციულ აქტს, რაც მეტადრე გაუქმებული იყო და ბათილად ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მოსარჩელეს საკუთრების უფლებაც მიანიჭა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან იურიდიულად აღარ არსებობდა სადაო ადმინისტრაციული აქტი, ამასთან ძალადაკარგული იყო საკომლო წიგნის წარმოების წესები, რაიონული სასამართლო: 1. მოსარჩელის მოთხოვნის ტრანსფორმირების მეშვეობით, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების გამორიცხვისა და სარჩელის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნის მიმართულებით დაკონკრეტების პირობებში (ასკ-ის მუხლი 23), ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფლებამოსილი გახდებოდა გამოეტანა მითითებული გადაწყვეტილება, ოღონდ განჩინების ფორმით; და 2. მოსარჩელის მოთხოვნის ტრანსფორმირების მეშვეობით უფლებამოსილი იყო მოცემული ქონებრივი დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განეხილა და დამოუკიდებლად გადაეწყვიტა საკუთრების საკითხი. არსებულ შემთხვევაში, კი სახეზე გვაქვს ისეთი სამართლებრივი მდგომარეობა, როცა მოქ. მეხტი ალაზოვის საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების კანონიერ საფუძვლად მიჩნეული ადმინისტრაციული აქტი აღარ არსებობს, ხოლო სასამართლოს ასეთი ადმინისტრაციული აქტის ხელმეორედ ამოქმედების უფლებამოსილება არ გააჩნდა.
3. მოთხოვნის დასაბუთება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
მართალია, დმანისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებაზე გამოწერილია სააღსრულებო ფურცელი, მაგრამ იგი არ წარდგენილა აღსრულების ორგანოში. ამდენად, იგი არ აღსრულებულა.
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება მდგომარეობს იმაში, რომ თუკი სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით ბათილად ცნო დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 22 ივლისის N9-13 განკარგულება, რომელი განკარგულების გამოცემაც სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დმანისის მუნიციპალიტეტს დაევალა ქვემო ორუზმანის თემის საკრებულოს 2000 წლის 17 ნოემბრის დადგენილების გაბათილების გამო, ზემოთ განხილული არგუმენტაციის გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ არსებითი განხილვის წესით როგორღა ამოქმედდა სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბათილად ნაცნობი ქვემო ორუზმანის თემის 2000 წლის 17 ნოემბრის დადგენილება.
ჩვენი მიზანია სასამართლოს გადაწყვეტილებას მიეცეს აღსრულების კანონიერი საშუალება და მისი სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების აღმოფხვრა მოემსახუროს გადაწყვეტილების ნამდვილი და კანონიერი ნების გამოვლენას. წარმოქმნილი ბუნდოვანების გაანალიზების შედეგად განისაზღვროს გადაწყვეტილების რა ნაწილის აღსრულებაა შესაძლებელი და რა ნაწილის აღსრულება არის შეუძლებელი.
4. მტკიცებულებები.
განხილული სასამართლო გადაწყვეტილებები და საქმის მთლიანი მასალა.
5. სახელმწიფო ბაჟი.
ჩვენს მიერ გადახდილია კერძო საჩივრისათვის გათვალისწინებული სახ. ბაჟის ოდენობა.
6. დანართი.
1. სახ. ბაჟის გადახდი ქვითარი 1 ფურცლად.
გიულუ პაშაევა
18/12/2010
0 კომენტარი:
Post a Comment