უდანაშაულობის ფენომენოლოგია
ავტორი რევაზ რიჟამაძე
თანამედროვე საქართველოში სახეზეა ვითარება, როცა ცალკეულ სისხლის სამართლის
საქმეზე ბუნდოვანი რჩება პირის დანაშაულობა ან უდანაშაულობა. დიდია პროკურატურის ლტოლვა მხოლოდ საკუთარ ხელში მოახდინოს ადამიანთა დასჯისა თუ დაუსჯელობის პრინციპებისა
და წესების(სისხლის სამართლის პოლიტიკა და პროცესი) მონოპოლიზება, თუმცა ესოდენ დიდი
მისიისადმი თავის გართმევა, როგორც წესი, ბუტაფორიად
გარდაიქმნება. ამას შედეგად ბრალდების ცნობიერი კრიზისი მოჰყვება. მას აქვს ამბიცია
იყოს დამნაშავის დამსჯელი მეტრი, თუმცა სურვილი ყოველთვის ვერ თავსდება შესაძლებლობის
ადეკვაციაში.
სამართლებრივ სახელმწიფოში ხშირია შემთხვევები,
როცა დანაშაულის ჩამდენი შეიძლება სასამართლომ უდანაშაულოდ ცნოს. მაგრამ საქართველოში
ასეთი რამ პრაქტიკულად დღესდღეობით შეუძლებელია მოხდეს; თუმცა თუ მოხდებოდა მაინც,
დანაშაულთან ბრძოლის ორგანოები აუცილებლად ხელოვნური მანიპულაციებით მაინც აღწევდნენ
პირის, მართალია, სხვა დანაშაულში, მაგრამ მაინც დადანაშაულების მიზანს. ამას სხვაგვარად
ე.წ. ,,ლეგიტიმური შურისძიების მეთოდი“ შეიძლება
ვუწოდოთ, რადგან ზოგადად, არც საზოგადოება გრძნობს თავს კომფორტულად ისეთ გარემოში,
სადაც დამნაშავე დააბიჯებს.
საკითხი დგას შემდეგნაირად: რა უფრო დიდი ანტისოციალური
შედეგების მატარებელია, დამნაშავისათვის ბრალის დაუმტკიცებლობის გამო თავისუფლებაში
ყოფნა, თუ ბრალის ხელოვნური, გაყალბებული და უკანონო გზებით მოპოვებული მტკიცებულებებით
დადანაშაულება? ცხადია, დამნაშავის თავისუფალ
სოციალურ გარემოში დარჩენა საფრთხის შემცველია, თუმცა უფრო მეტი საფრთხის შემცველია
სახელმწიფო მმართველობის სისტემაში ისეთი მოხელეები, რომლებიც მტკიცებულებათა გაყალბებას
ეწევიან და ცნობიერად განზრახ აძლევენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში პირს. ანუ სოციალურ
გარემოში დამნაშავე ნაკლებ საშიშროებას წარმოადგენს, ვიდრე დამნაშავე სახელმწიფო სტრუქტურაში.
სამოქალაქო საზოგადოებამ, ცხადია, ხელისუფლებას
უნდა მოსთხოვოს უკეთ მართოს სახელმწიფო ბრალდების ამოცანა, რათა არ ხდებოდეს ისე, რომ
რეალური დამნაშავე თავისუფლებაში აღმოჩნდეს. საინტერესოა ამ ვითარებაში როგორი შეიძლება
იყოს თავად დამნაშავის განწყობა. ცხადია, მას აღეძრება დაუსჯელობის სინდრომი და მაღალი
ალბათობით კიდევ მრავალჯერ ჩაიდენს როგორც ანალოგიურ, ისე უფრო მძიმე დანაშაულსაც.
გამრავლდება დაზარალებულთა მასაც, რომლებიც უკმაყოფილებას საზოგადოებრივი წესრიგისა სახელმწოფო ორგანოებისკენ მიმართავენ. დავუშვათ, საზოგადოებრივი წესრიგის ორგანოებმა ვერ მოახერხეს
დამნაშავის იზოლირება, ან პროკურატურამ ვერასოდეს ვერ მოახერხა მისთვის სასამართლოში
ბრალის დამტკიცება, შედეგად ვიღებთ უმართავ კრიმინოგენურ გარემოს, რაც თანამედროვე
საზოგადოების დაკვეთა არც ერთ ვითარებაში არ შეიძლება იყოს.
ბრალდების მტკიცების ხელოვნება საკმაოდ რთული
საქმეა და ძირფესვიანი იურიდიული ანალიზი უმრავლეს შემთხვევაში შეძლებს მის გაბუნდოვანებას.
ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბრალდების მტკიცების უფლებამოსილ პირთა
სრულყოფილ მომზადებას, რაც ვერ ვიტყვით, რომ დღესდღეობით სათანადო პროფესიულ სიმაღლეზე
დგას.
ხშირად დაისმის საკითხი, თუ რა შედეგს გამოიწვევს
დანაშაულის, რაც ,,ყველამ იცის“ , ჩამდენის იურიდიული გამართლება. იქნება ეს პოზიტიური,
თუ ნეგატიური საზოგადოების თანაცხოვრებისთვის. ხაზგასასმელია, რომ ხშირ შემთხევაში
დანაშაულს ჰყავს თავისი დაზარალებული. დაზარალებული კი ვერასოდეს აპატიებს სხვა პირს
იმ დანაშაულს, რაც ,,ყველამ იცის“. თუკი სახელმწიფოს არ გააჩნია სათანადო ინტელექტუალური
რესურსი შეჯიბრებითობის კვალობაზე სასამართლოში შეძლოს მის მიერ შედგენილი ბრალდების
დასაბუთება, როგორი იქნება დაზარალებულის დაკმაყოფილების საკითხი? დიდწილად, დაზარალებულის
ქონებრივი დაკმაყოფილება, სამართლებრივად, სწორედ დამნაშავის ,,დადანაშაულებაზეა“ დამოკიდებული.
ასეთ ვითარებაში როგორ შეიძლება განვუმარტოთ
დაზარალებულს, რომ ის ვალდებულია შეეგუოს ამ მდგომარეობას და დაიცვას ,,უდანაშაულობის
პრეზუმპციის“ კონსტიტუციური პრინციპი?
სახელმწიფოებრივი მართლშეგნება მოითხოვს ყველა
მოქალაქის სახელმწიფოებრივ აზროვნებას. პირადი წყენა, უკმაყოფილება, ანგარიშწორების
ჟინი მოქალაქემ სახელმწიფოებრივი სტაბილურობის ჭრილში უნდა გაატაროს. მან ასეთ სიტუაციაში
პასუხისმგებლობა თავად სახელმწიფოს უნდა დააკისროს, სახელმწიფო გახადოს მოპასუხე იმის
გამო, რომ ამ უკანასკნელმა სრულყოფილად ვერ გამოიძია საქმე, ვერ მოახერხა დანაშაულის
გახსნა და ბრალის დამტკიცება. პასუხისმგებლობის ამგვარი სახის ერთი-ორად გაზრდის სახელმწიფო
ხელისუფლების სამართალდაცვითი ფუნქციის ეფექტურობას. სხვა მხრივ სამართლიანობა ვერ
იქნება მიღწეული. სწორედ იმის გამო. რომ სახელმწიფო ყოველთვის გაურბოდა იმ მატერიალურ
პასუხისმგებლობას, რაც მის არასათანადო მუშაობს მოჰყვებოდა ხოლმე, დინამიურად ვითარდებოდა
ეჭვმიტანილთა მიმართ არასათანადო მოპყრობის, ბრალდების ორგანოს მიერ სასამართლოზე ზეწოლის
ელემენტები. აღნიშნულ საკითხზე სისხლის სამართლის პროცესში არსებობს შესაბამისი ნორმა,
დანაშაულის გაუხსნელობის გამო დაზარალებულის მიმართ სახელმწიფოს მატერიალური პასუხისმგებლობის წარმოშობის
თაობაზე, თუმცა იგი დღემდე არ მოქმედებს.
ამ შემთხვევაში მთავარი ამოცანაა ე.წ. ,,უდანაშაულო დამნაშავის“ სოციალურ გარემოსთან
თანაარსებობა. რას გამოიწვევს იგი. როგორ უნდა შეეგუოს საზოგადოება ამგვარ რეალობას?
სახელმწიფო კი აუნაზღაურებს დანაშაულის გაუხსნელობით განცდილ მატერიალურ ზიანს დაზარალებულს,
შეიძლება მორალურ ზიანსაც, მაგრამ როგორ შეიძლება შეეგუოს იგი იმას, როცა იცის, რომ
დავუშვათ, მისი შვილის მკვლელი მის ქუჩაზე თავისუფლად დადის, და იქნებ ცინიზმითაც უყურებს
მას? ვფიქრობ, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ძალაუუნაროა დაარეგულიროს სოციალური გარემო,
გაანეიტრალოს ,,უდანაშაულობით“ წარმოქმნილი ,,დამძიმებული საზოგადოება“. აქ ისევ და
ისევ დაისმის თავად საზოგადოებრივი ინსტიტუტების გააქტიურების თუ ფორმირების საკითხი.
ცხადია, სახელმწიფო ვეღარ უნდა ჩაერიოს ამ ორი მხარის ურთიერთობაში. თუმცა საკითხავია,
საზოგადოებამაც როგორ უნდა დაამშვიდოს ეს გარემო?
თავისთავად, სანამ შურისძიების გრძნობა არსებობს
ადამიანში, მანამდე რაიმე მორალურ სტაბილურობაზე საუბარი ზედმეტია. ვფიქრობ, აქ ერთადერთი
ისტრუმენტი ეკლესიაა. ე.წ. ,,უდანაშაულო დამნაშავე“ -ს უნდა ეკონტაქტებოდეს ეკლესია
და ერთგვარი შენანებითი კომუნიკაცია დანერგოს.
თუკი ეს პირი თავს აარიდებს ეკლესიასთან ურთიერთობას, მისი მოქმედება და თავად მისი
პიროვნება ამორფულ გარემოში გადაინაცვლებს და თავად გახდება არასათანადო მოპყრობის
ობიექტი. ამით, დაზარალებულის მორალური წონასწორობა
აღდგება, მისი კმაყოფილება საყოველთაო სოციალურ თანადგომას შეიძენს. იგივე შედეგი დადგება
მაშინაც, როცა ,,უდანაშაულო დამნაშავესა“ და ეკლესიას შორის კომუნიკაცია შესაძლებელი
გახდება. ეკლესია უნდა ცდილობდეს ასეთი პიროვნების
რესოციალიზაციას და სულიერ აღზრდას, ეს მსგავს მოცემულობაში ადამიანის ბუნებრივი ორიენტაციაც
იქნება. ასეთი პიროვნებებიდან არ გამოირიცხება გარკვეული სოციალური სეგმენტიც დაფორმირდეს.
1 კომენტარი:
საქართველოს მთავარ პროკურატურას
მოქ. ზაური მოსიაშვილის, მის. დუშეთი, სოფ. ზატიკიანთკარი, ადვოკატის - რევაზ რიჟამაძის
განცხადება
დანაშაულის შეტყობინების შესახებ
20---wlis --dan mimdinareobs saaRsrulebo saqme --------მოვალე მამუკა ბექაურის მიმართ, პირადიN---- . კრედიტორი ზაური მოსიაშვილი, პირადიN__________.
აღსრულების პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე მართლსაწინააღმდეგო გარემოება:
1. მოვალე მამუკა ბექაური თითქოსდა არის სოციალურად დაუცველი და საჭიროებს დახმარებას. იგი ფორმალურად რეგისტრირებულია ასეთ პირად(Solch eine Person), რაც წარმოადგენს სიყალბეს. მამუკა ბექაური მუშაობს კერძო ტაქსზე, ასევე დუშეთში სასმელი წყლის ჭის მთხრელად კერძო დაკვეთებზე, ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვაზე.
2. კანონის თანახმად, სოციალური დაუცველის მიმართ აღსრულება გადადის პასიურ რეჟიმში(Besteht im passiven Modus), რადგან მისი ქონების აუქციონზე გატანა არ დაიშვება. ამით სარგებლობს მამუკა ბექაური.
3. აღნიშნულ ფაქტზე მივმართე სოციალური დაზღვევის სამსახურს, თითქოს ჩაატარეს მონიტორინგი და დადეს ყალბი დასკვნა, თითქოს მამუკა ბექაურის ქონებრივი მდგომარეობა არ შეცვლილა.
4.აღმასრულებელი დამოუკიდებლად აღნიშნული ფაქტით არ დაინტერესებულა, თუმცა ვაცნობე აღნიშნულზე.
5. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის“ თანახმად, მოვალე ვალდებულია შემოსავლის გაჩენის შემთხვევაში აცნობოს აღმასრულებელს. მან ეს არ გააკეთა.
6. ყოველივე აზარალებს კრედიტორ ზაურ მოსიაშვილის ინტერესებს, უკვე გადის რამდენიმე წელი და ასე ტყუილებითა და სიყალბეებით გაჰყავთ დრო.
გთხოვთ დაიწყოთ გამოძიება როგორც თანამდებობის პირების მიმართ, ისე მამუკა ბექაურის მიმართ, დასახელებული გულგრილობის, სამსახურებრივი სიყალბის, აღმასრულებლისათვის ინფორმაციის(ნუსხის) წარუდგენლობის ფაქტებზე.
ამ განცხადებაში მოყვანილი ფაქტების ირგვლივ ჩვენს ხელთ არსებულ წერილობით დოკუმენტაციას ვურთავთ ამ განცხადება.
დანართი:
რევაზ რიჟამაძე
12/11/2017წ.
Post a Comment