მაღალკვალიფიციური იურიდიული მომსახურება

Friday, October 29, 2010

სარჩელის უზრუნველყოფა(სარჩელის აღძვრამდე)

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას

მოსარჩელე: ბესიკ ბრეგვაძე, პირადი ნომერი 45001004076
საცხოვრებელი მისამართი: თბილისი ვარკეთილი 3 მ/რ 2 კორ.15 ბ.55
ს/ტელ: 893 32 09 33

მოპასუხე: ავთანდილ მარიამიძე, პირადი ნომერი 35001059778
საცხოვრებელი მისამართი: რუსთავი, კონსტიტუციის ქ. კორ. 5 ბ. 5

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ


მოგახსენებთ, რომ ბესიკ ბრეგვაძემ (იხ. პირადობის მოწმობის ასლი, დანართი 1) 2003 წელს შევიძინე საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, დასახლება, ვარკეთილი-3, მიკრო/რაიონი II, კორპუსი 15, ბინა N55.(იხ. დანართი 1, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან). 2008 წლის 18 თებერვალს მოქ. თამარ კუჭუაშვილთან გავაფორმე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება(იხ დანართი 2, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან). ამავე პერიოდში გავემგზავრე საზღვარგარეთ. ხელშეკრულების შესრულების მიზნით კი მინდობილობა დავუტოვე ჩემს ახლობელს ნონა წიწილაშვილს(იხ. დანართი 3, მინდობილობა), თუმცა ხელშეკრულების შესრულების დროისათვის მე საქართველოში მომიწია ჩამოსვლა და უშუალო მოქმედებებით მოვახდინე სესხის გასტუმრება და იპოთეკის შეწყვეტის რეგისტრაცია უძრავ ნითზე(იხ. დანართი 4 და 5 - გადაწყვეტილება იპოთეკის შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან).
ამასთან, მომდევნო პერიოდში შესაბამისად გავაუქმე ნონა წიწილაშვილზე გაცემული მინდობილობა(იხ. სანოტარო აქტი მინდობილობის გაუქმების შესახებ, დანართი 6). თუმცა შემდგომში, სულ სხვა ვითარებაში, ჩემი შვილის საბავშვო ბაღში შეყვანის მიზნით მისამართზე რეგისტრაციისათვის საბუთების გამზადებისას, საჯარო რეესტრის ამონაწერის ნახვისას ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ნონა წიწილაშვილს უსარგებლია რა ჩემს მიერ გაცემული ზოგადი შინაარსის მინდობილობით და მოქ. ავთანდილ მარიამიძესთან(იხ. ამონაწერი სამოქალაქო რეესტრიდან, დანართი 7) ჩემთან შეუთანხმებლად 2010 წლის 5 მარტს დაუდევს ჩემი კუთვნილი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით 16 500 აშშ დოლარად(იხ. დანართი 8 _ ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით), საჯარო რეესტრში მოუხდენია შესაბამისი ჩანაწერის რეგისტრაცია(იხ. ამონაწერი საჯარო რესტრიდან, დანართი 10) ხოლო მყიდველისგან მიღებული თანხა მოუხმარია საკუთარი საჭიროებისათვის.
აღსანიშნავია, რომ ნონა წიწილაშვილმა ჩემი სახელით რეალურად ავთანდილ მარიამიძესთან დადო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება: ამ უკანასკნელისგან ისესხა 15 000 აშშ დოლარი ბინით უზრუნველყოფითა და 1500 აშშ დოლარის სარგებლის დარიცხვის პირობით. ამასთან, ავთანდილ მარიამიძემ იცოდა რა, რომ ნონა წიწილაშვილი მოქმედებდა ჩემთან შეუთანხმებლად, რასაც თავად ნონა წიწილაშვილიც ადასტურებს, ერთობლივად დაფარეს საკუთარი განზრახვა ერთმანეთს შორის დაედოთ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, გამოსყიდვის ვადა დასრულდა 2010 წლის 5 ივნისს და ავთანდილ მარიამიძეს 2010 წლის 1 ოქტომბრამდე ვალდებულებების გაუქმებისა და საკუთრების შეზღუდვის მოხსნის თაობაზე საჯარო რეესტრში განცხადება არ შეუტანია(დანართი 11, განცხადება ვალდებულების გაუქმების თაობაზე). ასევე, დღემდე ის არ შესახლებულა აღნიშნულ ბინაში და მე ჩემი ოჯახით ვაგრძელებ იქ ცხოვრებას. უფრო მეტიც, ავთანდილ მარიამიძის ვინაობის შესახებ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, შევიტყვე სრულიად შემთხვევით ჩემი ბავშვის მისამართზე სარეგისტრაციო საბუთების შეკრებისათვის საჯარო რეესტრის ამონაწერის ელექტრონული საშუალებით გაცნობისას.
შესაბამისად, ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, ჩემი კანონიერი ინტერესია აღვძრა სარჩელი ჩემსა და ავთანდილ მარიამიძეს შორის 2010 წლის 5 მარტს ჩემი კუთვნილ ბინაზე, მდებარე ქ. თბილისი, დასახლება, ვარკეთილი-3, მიკრო/რაიონი II, კორპუსი 15, ბინა N55 გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მითითებული ბინის ჩემს საკუთრებაში დაბრუნების შესახებ.
ამასთან, ანგარიშგასაწევია ის გარემოება, რომ ავთანდილ მარიამიძემ, როგორც ზემოთ აღინიშნა, ა/წლის 1 ოქტომბერს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში შეიტანა განცხადება სადავო ბინაზე საჯარო რეესტრის ამონაწერში არსებული ვალდებულებების გაუქმების მოთხოვნით, რაც გულისხმობს იმას, რომ სამომავლოდ იგი თავისუფლდება უძრავი ნივთის განკარგის შეზღუდვისაგან და წარმოქმნილ კონფლიქტურ ვითარებაში თავისთავად წარმოიშვება საფრთხე ამ ბინის შემდგომი გასხვისებისა, რის შედეგადაც ახალი, კეთილსინდისიერი შემძენისაგან მითითებული უძრავი ნივთის გამოთხოვა სამართლებრივად შეუძლებელი გახდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შექმნილია გადაუდებელი აუცილებლობა, რაც იძლევა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სარჩელის აღძვრამდე გამოყენების წინაპირობას და რისი გამოუყენებლობის შემთხვევაშიც შეუძლებელი გახდება ჩემს მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობისა და უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება _ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში კეთილსინდისიერი შემძენიდან სადავო ბინის ჩემზე მიკუთვნება ვერ აღსრულდება ცხადი ფაქტობრივ და იურიდიულ მიზეზთა გამო.
ამიტომ, აუცილებლად მიმაჩნია, სასამართლომ მოპასუხის მიმართ გამოიყენოს სადავო უძრავი ქონების გასხვისების ამკრძალავი ღონისძიება, რასაც წარმოადგენს ყადაღის დადება უძრავ ქონებაზე, რომელიც მოპასუხეს ეკუთვნის, მაგრამ არის ჩემს მფლობელობაში.
შესაბამისად, სსსკ-ის 39-ე მუხლის 1 ნაწილის ე) ქვეპუნქტისა, გადავიხადე სახელმწიფო ბაჟი სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე 50 ლარის ოდენობით(დანართი 12).
ამიტომ, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191, 192 მუხლებისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) ქვეპუნქტისა, გთხოვთ:

დაადოთ ყადაღა მოპასუხის ავთანდილ მარიამიძის, პირადი ნომერი 35001059778, საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ ბინას, მდებარე ქ. თბილისი, დასახლება, ვარკეთილი-3, მიკრო/რაიონი II, კორპუსი 15, ბინა N55.

დანართი: 1. პირადობის მოწმობის ასლი(1ფ);
2. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან( 1ფ)
3. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იპოთეკის რეგისტრაციით) (2ფ);
4. მინდობილობა ნონა წიწილაშვილზე ( 2ფ);
5. გადაწყვეტილება იპოთეკის შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ(1ფ);
6. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (1ფ);
7. სანოტარო აქტი მინდობილობის გაუქმების შესახებ(1ფ);
8. ამონაწერი სამოქალაქო რეესტრიდან(1ფ);
9. ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით(3ფ);
10. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(2ფ)
11. განცხადება ვალდებულების გაუქმების თაობაზე (1ფ);
12. სახ.ბაჟის გადახდის ქვითარი(1ფ).




გან-ლის წარმომადგენელი რევაზ რიჟამაძე


05/10/2010

0 კომენტარი:

Post a Comment