თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას
მსჯავრდებულ ნინო მაჭავარიანის, მის.ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. 28.
ადვოკატი რევაზ რიჟამაძე,siiTi # 0567, misamarTi: q. Tbilisi, i.WavWavaZis
gamziri #17/b. #22; tt. 890320933; 752013; mob: 8(93) 320933; faqsi - 752013. el. fosta: rizhamadzerevaz@gmail.com
საქმე#1/235
მოს. შ. მჭედლიშვილი ქ. თბილისი
სააპელაციო საჩივარი
თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის განაჩენზე
2010 წლის 31 მაისს თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენით, ნინო ბიძინას ასული მაჭავარიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 177-ე მუხლის I ნაწ. და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დააფუძნა დაუშვებელ მტკიცებულებებზე (იხ. დამცველის შუამდგომლობა მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობისა და საქმიდან ამოღების შესახებ):
1. წინასწარ გამოძიებაში დარღვეულის საგამოძიებო ქვემდებარეობა. დანაშაული მოხდა თელავში და შესაბამისად საქმე სრულად თელავის ტერიტორიულ საგამოძიებო უწყებას უნდა ეწარმოებია. საბანკო პლასტიკური ბარათი არის არა დანაშაულის საგანი, არამედ დანაშაულის იარაღი და მისი დაუფლება ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ ქურდობის დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება დაიწყო ან დამთავრდა.
2. ასევე ,,საქართველოს ბანკის" თელავის ფილიალიდან წინასწარი გამოძიების მიერ სასამართლო ბრძანების გარეშე განხორციელდა ბანკომატის ფოტო და ვიდეოკადრების, ასევე საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების მიღება.
3. ასევე ვუერთდებით, ვადასტურებთ და სააპელაციო პრეტენზიად ვაცხადებთ რაიონულ სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევისას ჩვენს მიერ გამოთქმულ შენიშვნებსა და მოსაზრებებს(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
ამ მიმართებით აგრეთვე სააპელაციო პალატას ვთხოვთ გაითვალისწინოს საქმის წინასწარ გამოძიებაში ჩვენს მიერ დაყენებული შუამდგომლობების არგუმენტაციის შინაარსი.
როგორც წინასწარი , ასევე სასამართლო გამოძიების პროცესში გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც არ არის გამოკვლეული და შეფასებული სათანადოდ და ვერ გამოდგება საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის წინაპირობებად. კერძოდ,
მოცემული სისხლის სამართლის საქმე მიეკუთვნება ინფორმაციის სფეროში ჩადენილი დანაშაულთა კატეგორიას და საქმის მასალებში მოიპოვება ,,საქართველოს ბანკის" თელავის ფილიალის სახელით გაცემული წერილობითი, ფოტო და ვიდეო მასალა, რომელთა მიზანია ნ. მაჭავარიანის მიერ დაზარალებულ ნ. არსენიშვილის კუთვნილი პლასტიკური ბარათით სარგებლობის ფაქტის დადგენა, თუმცა გარდა ბანკომატის ფოტოკონტროლის მასალისა, არც ვიდეო და არც წერილობითი დოკუმენტაცია (ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან) არ მიუთითებს ნ. მაჭავარიანის მიერ სხვისი პლასტიკური ბარათით სარგებლობაზე.
ფოტომასალაზე მოცემული ტრანზაქციის განხორციელების დრო ქვედა და ზედა ხაზზე ორჯერ გვხვდება, ამასთან პლასტიკური ბარათის შტრიხკოდის სანომრე ნიშნები აღბეჭდილია ზედა ხაზზე. სათუოა ფოტომასალის სისტემური ციფრული პროგრამული დამუშავება ფოტოგადაღების დროის დუბლირებას ახდენდეს, მით უფრო, რომ ფოტოკამერის სტანდარტული მონაცემები ფოტომასალაზე ავტომატურ რეჟიმში ბარათის შტრიხკოდის გამოსახვას არ ითვალისწინებს.
ზემოაღნიშნული უზუსტობები განხილული იქნა როგორც წინასწარი გამოძიებისას ჩემი 19.07.2009 შუამდგომლობით, ასევე სასამართლო სხდომაზე დავაყენეთ შუამდგომლობა ს.ს `ჯორჯიან ქარდი~-ს სპეციალისტის მოწვევის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა და სასამართლო სხდომაზე განხილულ იქნა დეტალურად, სადაც სპეცილისტმა განმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ ფოტო მასალაში არ ჩანს პლასტიკური ბარათის მოთავსება, ასევე განმარტა, რომ პლასტიკური ბარათი როგორც ბანკომატში მოთავსებისას, ასევე ფულადი თანხის გამოტანისას გაივლის ელექტრო-მაგნიტურ ველს და შესაბამისად ბანკომატმა ფოტოეკრანზე უნდა დააფიქსიროს ფულადი თანხის გამოტანის ფაქტი და მომენტი კონკრეტული წარწერით _ ,,Published sum"(თანხა გამოტანილია). ასეთ ჩანაწერს ფოტო მასალაზე ვერ ვხდებით, ე.ი აღნიშნული ფოტო მასალებიდან ვერ დგინდება ნინო მაჭავარიანმა ფული გაიტანა თუ არა და ნ. არსენიშვილის პლასტიკური ბარათი მოათავსა თუ არა ნ. მაჭავარიანმა ანუ ძირითადი ფაქტობრივი გარემოებები ფოტო მასალებით დაუდგენელი რჩება.
სასამართლო სხდომაზე მოწვეულმა სპეციალისტმა გ. კაჭკაჭიშვილმა სრულყოფილად არ იცოდა ფოტო მასალებზე აღნიშნული სიტყვების ქართული მნიშვნელობა და შესაბამისად სასამართლოს ვერ მოახსენა დეტალური ინფორმაცია ფოტომასალებთან დაკავშირებით, არამედ მოახსენა მხოლოდ ის ქართული შესატყვისობა, რაც თვითონ იცოდა.
ასევე საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ფოტომასალაზე აღინიშნება ბანკომატის მარკა ატმ 10130. საერთაშორისო ინტერნეტ სივრცის მონაცემების მიხედვით აღნიშნული მოდელის ბანკომატი მსოფლიოში არ გამოიყენება და შესაბამისად არის ატიპური. აღნიშნულზე მიუთითებს ის წუნიც, რომ ერთ-ერთ ფოტო მასალაზე დროის ტექსტი სრულად არ არის მოცემული, ასევე წუნია ის გარემოებაც, რომ ბანკომატის ფოტო კამერის ხედვის არეალთან შეუსაბამობაშია ამავე ფოტო კამერაზე დაპროგრამებული საინსტალაციო პროგრამა, რაც ვლინდება გამოსახულებების მასშტაბების განსხვავებაში და შესაბამისად დაინსტალირებული კომპიუტერული ვიდეო პროგრამა ეკრანზე სრულად ვერ ასახავს ფოტო კამერაზე დაფიქსირებულ მონაცემებს.
ასევე თუკი თანმიმდევრულად გადავხედავთ ფოტო მასალას და გავითვალისწინებთ ბანკომატის მუშაობის სპეციფიკას, დავადგენთ, რომ პლასტიკური ბარათის გამოღებამდე ნინო მაჭავარიანს ბანკომატიდან უნდა გამოეტანა ფულადი თანხა. ვინაიდან, ჯერ ხდება თანხის გამოტანა, ხოლო შემდეგ ბანკომატი კითხულობს სხვა ტრანზაქციის განხორციელების შესახებ, უარის შემთხვევაში ბანკომატი იძლევა ბარათს. ამ შემთხვევაში ბანკომატის ფოტო მასალებიდან არ ჩანს თანხის გამოტანა და ჩანს მხოლოდ ბარათის დაბრუნების ფუნქცია, რაც დაადასტურა კიდეც მოწვეულმა სპეციალისტმა სასამართლო სხდომაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არსებული ფოტო მასალა არ წარმოადგენს უტყუარ და უშუალო მტკიცებულებებს, რომ ნ. მაჭავარიანი ნამდვილად დაეუფლა ნ. არსენიშვილის კუთვნილ ფულად თანხას, მით უფრო, რომ როგორც ფულადი თანხის დაუფლების , ისე დაზარალებულის ბარათის გამოყენების მომენტი ფოტო და ვიდეო მასალებში დაფიქსირებული არ არის.
ასევე საეჭვოა ის გარემოება თუ რატომ არ ჩანს ვიდეო მასალებში ნაჩვენები ქალბატონი ფოტო მასალებში, როდესაც, როგორ ვიდეო მასალიდან ირკვევა, აღნიშნული ქალბატონი ნ. მაჭავარიანზე მაღალია ტანით და გარკვეული პერიოდი მის გვერდით დგას ბანკომატთან, ნ. მაჭავარიანის ანალოგიური დისტანციით, ხელმარცხნივ. როგორც ფოტო კადრებიდან ჩანს ფოტო არეალი მარცხნივ დიდია და ლოგიკურად ქალბატონის სახის გამოსახულება ან ჩრდილი მაინც უნდა ასახულიყო ფოტო კადრებზე.
ასევე ფოტო და ვიდეო მასალის სპეციალისტის მეშვეობით დათვალიერებამ აბსოლუტურად გააქარწყლა სასამართლო სხდომაზე სხვა მოწმეების თ. აბულაშვილისა და ი. კოდუას ჩვენებები ბანკომატის ფოტოკამერის ფუნქციონირების სისტემების ირგვლივ.
აღნიშნული მტკიცებულებებით დგინდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ნ. მაჭავარიანი მოცემულ დროსა და ვითარებაში ბანკომატთან იმყოფებოდა და არ დგინდება სხვისი ქონების დაუფლების ფაქტი,
ყოველივე აღნიშნული სასამართლომ არ გაითვალისწინა და დაუდგენელ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სცნო დამნაშავედ ნინო მაჭავარიანი სსკ-ის 177-ე მუხლის I ნაწილით.
ამიტომ, საქართველოს სსკ-ის 517-ე მუხლის შესაბამისად,
გ თ ხ ო ვ თ:
გააუქმოთ:
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის გამამტყუნებელი განაჩენი და ამავე საქმეზე გამოიტანოთ გამამართლებელი განაჩენი.
2. რაიონული სასამართლოს განჩინებები (დადგენილებები), რომელიც გამოტანილია საქმის განხილვისას და არ არის შემაჯამებელი ხასიათის.
მსჯავრდებული ნინო მაჭავარიანი
ადვოკატი რევაზ რიჟამაძე
30.06.2010.
0 კომენტარი:
Post a Comment